ქარიშხალი

ქარიშხალ ირმას შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა

კარიბის ზღვის კუნძულებზე, ქარიშხალ ირმას შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა, 23 კი დაშავდა.

შტორმის გამო საფრანგეთის კონტროლირებად სენ მარტინზე დაიტბორა ქუჩები და სახლები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარდ კოლომბის განცახდებით, შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

კუნძულ სენ მარტინის ადგილობრივი საბჭოს უფროსის დენიელ გიბსის თქმით კი, სენ მარტინის უდიდესი ნაწილი განადგურებულია. "შოკში ვარ, ეს არის საშინელება, კატასტროფა, კუნძულის 95% განადგურებულია"- განაცხადა გიბსმა. ცნობისთვის, მეხუთე კატეგორიად შეფასებული ქარიშხალი ირმას სიჩქარე საათში 185 მილს აღწევს.

კომენტარები