ბუნებრივი სტიქია

მექსიკაში ძლიერ მიწისძვრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

BBC

მექსიკაში 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მეხიკოდან 73 მილის მანძილზე დაფიქსირდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რყევა მეხიკოდან 650 მილის რადიუსში იგრძნობოდა. ბიძგებმა ხანგრძლივად, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გასტანა და შენობების ნგრევა გამოიწვია. 

მიწისძვრას ასევე ძლიერი, 4.3 -დან 5.7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა. 

მექსიკის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ მექსიკაში ცუნამიც გამოიწვია - სანაპიროზე 0.7 მეტრიანი ტალღები დაფიქსირდა. 

ცუნამის პროგნოზირებენ გვატემალას, ელ სალვადორის, კოსტა რიკის, ჰონდურასისა და ნიკარაგუის სანაპიროებზეც, სადაც 3-4 მეტრამდე სიმაღლის ტალღებს პროგნოზირებენ.

კომენტარები