ქარიშხალი ირმა

ქარიშხალი ირმა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ფლორიდასკენ მიემართება

CNN

ატლანტის ოკეანის ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ირმამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ფლორიდასკენ მიემართება. სავარაუდოდ, ქარიშხალი მაიამის სანაპიროს შაბათ საღამოს მიუახლოვდება.

ფლორიდას შტატის ხელმძღვანელობა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ შტორმი, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს სანაპირო ქალაქებისთვის.

ფლორიდას სანაპირო ზოლში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 30 000 ადამიანზე მეტი უკვე ევაკუირებულია.

CNN-ის ცნობით, ამერიკაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ევაკუაციის ტალღამ უკვე შექმნა საცობები მაგისტრალებზე, რიგები სუპერმარკეტებთან და საწვავის დეფიციტი ბენზინ-გასამართ სადგურებში.

ფლორიდას გუბერნატორის, რიკ სკოტის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, მოამარაგონ ფლორიდა ევაკუაციისთვის საკმარისი საწვავით. საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა ჯორჯიას, სამხრეთ კაროლინასა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებშიც.

კომენტარები