საბავშვო ევროვიზია

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მისი კანდიდატურა სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პროდიუსერი ზაზა შენგელია, მომღერალი მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური რედაქტორი ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი გიორგი ასანიშვილი.

გრიგოლ ყიფშიძე გადაცემა X-ფაქტორის 2017 წლის ფინალისტია.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

"საბავშვო ევროვიზია 2017" საქართველოში 26 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

გასულ წელს მალტაში ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა, სიმღერით - „მზეო“.

კომენტარები