სტიქია

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია

BBC

მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან 87 კილომეტში 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თქმით ბოლო ასი წლის მანძილზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრია. ბიძგები იგრძნობოდა როგორც დასავლეთ პროვინციებში, ასევე დედაქალაქში. დაზიანდა შენობები, მილიონობით ადამიანს აღარ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.

უკანასკნელი მონაცემებით გარდაცვლილია 33 ადამიანი, თუმცა სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მობილიზებულია არმია და ფედერალური პოლიცია. მიწისძვრამ მექსიკის სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია. ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღწევდა.

მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე კვლავ მძვინვარებს მეორე კატეგორიის ქარიშხალი კატია.

კომენტარები