ჩრდილოეთ კორეა

ატომური იარაღის გამოცდის საპასუხოდ მექსიკამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი გააძევა

მაიკ პენსი

გუშინ მექსიკამ ჩრდილოეთ კორეის ელჩს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის გამოცდის საპასუხოდ მიიღეს. ოფიციალური მეხიკო აცხადებს, რომ გმობს ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს და მიიჩნევს რომ ისინი საერთაშორისო უსაფრთხოებას აყენებენ რისკის ქვეშ.

გასულ თვეს რეგიონში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გაეწყვიტათ ყოველგვარი დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან.

კომენტარები