ქარიშხალი ირმა

ქარიშხალი ირმა კუბაში მძვინვარებს, რამდენიმე საათში მას ფლორიდაში ელოდებიან

reuters

ქარიშხალი ირმა კუბას დაატყდა თავს. ათწლეულების მანძილზე კუბასთვის ეს პირველი მეხუთე კატეგორიის ქარიშხალია.

დაახლოებით 50 ათასი ტურისტი კუბას ტოვებს, ან უკვე დატოვა.

შაბათს ქარის სიმძლავრემ საათში 257 კილომეტრს მიაღწია.

ქარიშხალს ფლორიდაში ხვალ ელოდებიან. 5.6 მილიონი მაცხოვრებელი უკვე გააფრთხილეს, რომ უმჯობესია, ტერიტორია დატოვონ. ვარუდობენ, რომ ფლორიდას ზოგიერთი ნაწილი დღეების მანძილზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. გუბერნატორის თქმით, ფლორიდანს ყველა მაცხოვრებელი მზად უნდა იყოს სავარაუდო ევაკუაციისთვის. განსაკუთრებით სახიფათო ადგილებიდან ათიათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

ქარიშხალმა ირმამ კარიბის ზღვის აუზში უკვე იმსხვერპლა სულ მცირე 23 ადამიანი და გაანადგურა ზოგიერთ კუნძულზე არსებული შენობები და ინფრასტრუქტურა.

კომენტარები