სამომხმარებლო ბაზარი

რესტორნებს სასტუმროებზე მაღალი შემოსავლები აქვთ

0 კომენტარი
ფოტო: pinterest.com

საქართველოს რესტორნებში 20 ათასი ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულთა ამ რაოდენობით რესტორნების სექტორი სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობას თითქმის ორჯერ აღემატება. დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად რესტორნების მთლიანი შემოსავალიც სასტუმროთა შემოსავალზე მეტია, 2017 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, რესტორნების ბრუნვამ 391 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სასტუმროთა შემოსავალი 290 მილიონი ლარი იყო. რესტორნების ბიზნესი ქვეყანაში ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ბოლო მონაცემებით სექტორის ზრდა 15%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, რეტსორნების ბრუნვა სასტუმროების ბრუნვას ყოველწლიურად აღემატება:

  • 2014 - რესტორნები - 452 მილიონი ლარი
  • 2014 - სასტუმროები - 275 მილიონი ლარი
  • 2015 - რესტორნები - 570 მილიონი ლარი
  • 2015 - სასტუმროები - 403 მილიონი ლარი
  • 2016 - რესტორნები - 730 მილიონი ლარი
  • 2016 - სასტუმროები - 519.2 მილიონი ლარი
  • 2017 (პირველი ნახევარი) - რესტორნები - 391 მილიონი ლარი
  • 2017 (პირველი ნახევარი) - სასტუმროები - 290 მილიონი ლარი

რესტორნების ეკონომიკური ბრუნვის ასეთი მაღალი ზრდა, სტაბილურად მზარდ ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, მზარდ ტურისტულ მოთხოვნას უკავშირდება.

შედარებისთვის, რესტორნების სექტორში არსებული ბრუნვა 2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ბრუნვას (193 მილიონ ლარს) 51%-ით აღემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები