BMW

BMW-ემ ახალი თაობის ლუქს კლასის SUV, X7 წარადგინა

BMW

BMW-ემ ახალი თაობის მაღალი გამავლობის ავტომობილის X7-ის პრეზენტაცია გამართა. ახალი ავტომობილით BMW ლუქს კლასის ჯიპების ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას გეგმავს.

BMW X6-ზე ბევრად უფრო მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ავტომობილის გამოშვებას დაახლოებით 10 წლის წინაც გეგმავდა, თუმცა მაშინ კომპანიამ გლობალური ფინანსური კრიზისისა და ნავთობის მაღალი ფასების გამო პროექტზე უარი თქვა. დღეს კი გლობალურ ბაზარზე ლუქს კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილების ბუმია.

X7 გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა, ავტომობილის გუშინ წარდგენილი ვერსია მხოლოდ კონცეპტია, შესაბამისად მასობრივად წარმოებული ავტომობილი კონცეპტისგან შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოს. 


ფოტო: BMW


ფოტო: BMW


ფოტო: BMW

კომენტარები