მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას უახლოეს საათში შეეცდება

rustavi 2

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვართან თბილისის დროით 13 საათისთვის მივა - ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.

სააკაშვილს თან ახლავს მეუღლე და უმცროსი შვილი, ასევე დეპუტატები და ჟურნალისტები.

მისი თქმით, ადგილზე მრავალი ათასი ადამიანია შეკრებილი, ლვოვიდან კი დამატებით დიდი კოლონა მოემართება.

“იმ ბანაკს, სადაც მრავალი ათასი ადამიანია შეკრებილი, თავს დაესხა რამდენიმე ასეული ტიტუშკა. რაც მეტ ასეთ საჩუქარს გაგვიკეთებენ, მით უკეთესია. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს - ფულიც აამოქმედეს, შანტაჟიც, ეშინიათ ვინმე რომ არ დაემორჩილოთ მათ ბრძანებებს. უკარინის სახელმწიფო აპარატი არ არსებობს. ეს არის დაახლოებით შევარდნაძის დროინდელი აპარატი, სადაც ყველაფერი ფულსა და კორუფციაზე იყო დაფუძნებული მაგრამ არა სახელმწიფოებრივ იდეალებზე. როცა ისინი კანონს არღვევენ, ამავე დროს ყველა თავის მომავალზეც ფიქრობს. ასე რომ, მე მშვიდად ვარ“, - უთხრა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.

მისივე თქმით, გამოირცხულია, რომ „დღესვე გაიტაცონ საქართველოში“. "ამის თავი რომ ჰქონდეს, უკრაინაში რომ ვიყავი მაშინ ჩამომართმევდა მოქალაქეობას“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები