ქარიშხალი ირმა

ქარიშხალი ირმა, რომელიც თითქმის ფლორიდაშია, გაძლიერდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ფლორიდასთან მიახლოების კვალდაკვალ, ირმა გაძლიერდა და მესამედან მეოთხე კატეგორიის ქარიშხალად იქცა. ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აჭარბებს.

ფლორიდას სამხრეთით კუნძულებზე ძლიერი ქარი და წვიმაა, ძირითად ტერიტორიაზე ქარიშხალი სრული სიმძლავრით უახლოეს საათებში გადმოვა. სანაპიროებზე წყლის დონე უკვე ზემოთ იწევს.

ფლორიდას 6.3 მილიონ მოსახლეს ევაკუაციის საჭიროების შესახებ წინა დღეებში აცნობეს. 9 სექტემბერს შტატის გუბერნატორმა თქვა, რომ დარჩენილების ევაკუაცია უკვე დაგვიანებული იყო. „თუ ევაკუაციის ზონაში ხართ, თავშესაფარს უნდა მიაშუროთ, ბევრი დრო არ დარჩა“ - თქვა გუბნერნატორმა რიკ სკოტმა.

ელექტროენერგია უკვე გაეთიშა 200 ათასზე მეტ სახლს. 50 ათასამდე ადამიანი თავშესაფრებში იმყოფება. წინა დღეებში ევაკუაციის დიდმა ტალღამ ფლორიდას მასშტაბით საცობები გამოიწვია და საწვავის მწვავე დეფიციტი შექმნა.

მაიამიში გზებზე სიარულს ერიდებიან ფოტო: Los Angeles Times

ათწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ირმამ, რომელიც მეხუთე კატეგორიასაც აღწევდა, კარიბის ზღვის კუნძულები გაანადგურა და 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები