მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა მატარებელი დატოვა და ახლა უკრაინაში შესვლას ავტობუსით ცდილობს

Reuters

მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის ბაქანზე გაჩერებული მატარებელი დატოვა დაახლოებით 10 წუთია სააკაშვილმა ავტობუსში გადაინაცვლა. 

სააკაშვილმა მატარებლის დატოვების მიზეზად ის დაასახელა, რომ მას არ სურს პრობლემები შეუქმნას სხვა მგზავრებს, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 

სააკაშვილი საზღვრის გადაკვეთას იულია ტიმოშენკოსთან და ევროპარლამენტარ სარიუშ ვოლსკისთან ერთად გეგმავს.

პერემიშლის სადგურზე უკრაინის მოთხოვნის გამო მატარებელი ორ საათზე მეტი დროით იყო გაჩერებული. 

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას თავდაპირველად კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტიდან ავტობუსით გეგმავდა, თუმცა შემდგომში მან ქვეყანაში შესვლა მატარებლით გადაწყვიტა. იმის გამო რომ მატარებელს დაძვრის უფლება არ მისცეს სააკაშვილმა ისევ ავტობუსში გადაინაცვლა. 

კომენტარები