მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი და ტიმოშენკო ლვოვის მერიის შენობაში არიან

Mikheil Saakashvili Facebook

ლვოვის ცენტრში საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის მერიის შენობაში გადაინაცვლა. 

სააკაშვილი, იულია ტიმოშენკო და ბატკივშინას წევრები ლვოვის მერთან მართავენ შეხვედრას.

უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილმა საზღვარი კანონდარღვევით გადაკვეთა, რის საფუძველზეც გატარებული იქნება კანონით შესაბამისი მოქმედებები.

დაახლოებით 3 საათის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

კორდონის გარღვევის ამსახველი კადრები:

კომენტარები