განათლება

განათლების სამინისტრომ 260 000 ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვაშლების საპილოტე პროგრამა დაიწყო. უწყებამ დღეს 260 000 ვაშლის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ტენდერი გამოაცხადა. საპილოტე პროექტის ფარგლებში ვაშლები თბილისის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ.

სამინისტროს მოთხოვნის მიხედვით მიმწოდებელმა სკოლებს გარეცხილი ვაშლები უნდა მიაწოდოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 000 ლარია.

ვაშლებისთვის დაწესებული მოთხოვნები:

  • თითოული ვაშლი არანაკლებ 150 გრამი
  • აშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი
  • უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე
  • პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.
  • სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნვეყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება
  • სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი
  • მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში)

სკოლების ჩამონათვალი სადაც ვაშლები დარიგდება:

  • თბილისის N161 საჯარო სკოლა 
  • თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა
  • თბილისის კლასიკური გიმნაზია 
  • თბილისის №173 საჯარო სკოლა 
  • თბილისის №147 საჯარო სკოლა 
  • თბილისის №180 საჯარო სკოლა
  • თბილის №115 საჯარო სკოლა
  • თბილისის №166 საჯარო სკოლა 
  • თბილისის №182 საჯარო სკოლა

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის 11 აგვისტოს წარადგინა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა. საპილოტე პროექტი სექტემბრიდან იმ სკოლებში დაიწყება, რომლებშიც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს. შესაბამისად, საპილოტე პროექტი 20 ათასამდე ბავშვს ეხება, შემდგომში კი პროექტი შესაძლოა ყველა სკოლაზე გავრცელდეს.

კომენტარები