არჩევნები 2017

ცესკო-მ არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკო
ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი.

ცესკოს ინფორმაციით, წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით. სულ 27 რიგითი ნომერი გათამაშდა.

წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:

№4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 

№9 - „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“

№13 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“

№14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№18 – „ტრადიციონალისტები“

№20 – „შენების მოძრაობა“

№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“

№29 – „ახალი მემარჯვენეები“

№31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა;

№34 – “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო;

№37 - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“

№38 - ბლოკი "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება"

№39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:

№1 - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"

№2 - საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო"

№3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“

№5 - ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

№6 - "რესპუბლიკური პარტია"

№7 - "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის"

№8 - "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

№10 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"

№12 - "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები"

№15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

№17 – „საქართველო“

№22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“

№28 - "ზვიადის გზა უფლის სახელით"

№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

№42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

დღეს  ასევე დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ყველა პროცედურა.

კომენტარები