უბედური შემთხვევა

ქობულეთში მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა - 2

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. 

ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქობულეთში, შემოვლით გზაზე მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები