ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირი საქართველოსთვის როუმინგის ტარიფების გაუქმებას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

2017 წლის 15 ივნისს ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები გაუქმდა, ცვლილების შედეგად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სატელეფონო ზარებში, sms-ებსა და მობილურ ინტერნეტში იხდიან იმდენივეს, რამდენსაც საკუთარ ქვეყანაში გადაიხდიდნენ.

ახლა ევროკავშირი ამ ცვლილების ამოქმედებას მის აღმოსავლელ პარტნიორებთან, საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან გეგმავს. RadioLiberty-ის ცნობით, როუმინგის საკითხებზე ოფიციალური მსჯელობა ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაიწყება.

ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის გაუქმება ხანგრძლივი პროცესი იყო, აღნიშნული ინიციატივა ევროპარლამენტში 2013 წელს შევიდა, მის ამოქმედებას კი 4 წელი დასჭირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მობილური ოპერატორების პროტესტი იყო.

კანონპროექტის პირველადი ვარიანტის განხილვა 14 სექტემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზეა დაგეგმილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

კომენტარები