მიხეილ სააკაშვილი

ლვოვის სასტუმროში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, სამართალდამცველები მივიდნენ

nv.ua

უკრაინის ქალაქ ლვოვში, სასტუმროში, სადაც მიხეილს სააკაშვილი იმყოფება, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები მივიდნენ. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით,  სამართალდამცველებს სურთ, მიხეილ სააკაშვილს შეატყობინონ, რომ მან 10 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. პოლიცია სასტუმროში უკრაინის დროით დილის 7 საათზე მივიდა. 

მოძრაობა "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრები, რომლებიც სასტუმროში სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან, ამბობენ, რომ სამართალდამცველების სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან საზღვრის შესაძლო დარღვევის შესახებ პროტოკოლი მესაზღვრეებს სააკაშვილისთვის ფაქტის დაფიქსირებიდან 3 საათში უნდა ეცნობებინათ.

განცხადება გააკეთა თავად ექს პრეზიდენტმაც და თქვა, რომ ის უკრაინაში კანონის დაცვით იმყოფება. 

კომენტარები