რუსული პროპაგანდა

Sputnik-ის პროპაგანდისტულ საქმიანობას FBI სწავლობს

YAHOO NEWS PHOTO ILLUSTRATION PHOTOS: AP

Yahoo News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით FBI-მ რუსული მედია სააგენტოს, Sputnik-ის ყოფილი კორესპონდენტი დაკითხა. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ავრცელებს თუ არა სააგენტო კრემლის პროპაგანდას და შესაბამისად არღვევს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA).

Yahoo News-ის ცნობით ენდრიუ ფეინბერგი დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ფეინბერგის თქმით შეკითხვები შეეხებოდა საინფორმაციო სააგენტოს შიდა სტრუქტურას, სარედაქციო პროცესს და დაფინანსების წყაროებს.“ ფეინბერგი სააგენტოდან მაისში დაითხოვეს და მანამდე მან შეძლო სააგენტოს შიდა დოკუმენტების და ელექტრონული წერილების ჩამოწერა, რომლებსაც ახლა FBI შეისწავლის.

„გამომძიებლებს აინტერესებდათ საიდან მოდიოდა ბრძანებები, ან თუ მიმიღია ოდესმე ბრძანება პიდაპირ მოსკოვიდან.“ განაცხადა ფეინბერგმა.

სავარაუდოდ გამომძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა რუსულმა სააგენტომ კანონი, რომელიც აკონტროლებს უცხოური სააგენტოების მხრიდან ამერიკის სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. თუ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო დაასკვნის, რომ სააგენტოზე ვრცელდება ეს კანონი, ამერიკაში სააგენტოს აღმასრულებელ ხელმძღვანელებს შესაძლოა ჯარიმები დაეკისროთ, ხოლო საინფორმაციო სააგენტოს ანგარიშებს უცხოური პროპაგანდის მარკა დაედოთ.

აშშ-ში სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა მინდია გავაშელმა ბრალდებები უარყო.

Sputnik-ი რუსეთის სამთავრობო მედიის, Russia Today-ს მფლობელობაშია.

კომენტარები