ბენედიქტ კამბერბაჩი

ბენედიქტ კამბერბაჩმა ფანის მიერ მოწყობილ წვეულებაზე დასწრებაში 240,000 ფუნტი მიიღო

dailymail.com

ბრიტანელმა მსახიობმა ბენედიქტ კამბერბაჩმა ფანის მიერ მოწყობილ წვეულებაზე დასწრებაში 240,000 ამერიკული დოლარი მიიღო. მსახიობის მოვალეობა ფანებთან ერთად ფოტოების გადაღება და ავტოგრაფების გაცემა იყო.

The Sun- ის ინფორმაციით მსახიობთან ფოტოს გადაღება 75 ფუნტი სტერლინგი, ავტოგრაფი 85 ფუნტი სტერლინგი, დალაპარაკება კი 25 ფუნტი სტერლინგი ღირდა. კამბერბაჩთან შეხვედრის, მისი გაცნობისა და მასთან საუბრის მსურველებს კი 225 ფუნტი სტერლინგი უნდა გადაეხადათ. 

წვეულება ორი დღე გაგრძელდა, მსახიობმა დაახლოებით 3,200 ფოტოსურათი გადაიღო, რის გამოც მას ფანმა 240,000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

კომენტარები