ტურიზმი

თემურ ჭყონია ქუთაისში 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Courtyard Marriott-ს აშენებს

flickr.com

ქუთაისის მერიაში Courtyard Marriott-ის წარმომადგენელმა და ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა Courtyard Marriott-ს.

სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე ახლად აშენებული Mcdonalds-ის გვერდით განთავსდება. ადგილი სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები.

ეს ქუთაისის ტურისტულ სექტორში ჩადებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა და ის 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. 

საქართველოში Marriott-ის ბრენდის ორი სასტუმროა, ორივე სასტუმრო თბილისშია განთავსებული.

თემურ ჭყონიას მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ უმსხვილესი ინვესტიცია 2008 წელს განხსილი "ჯორჯია პალასია". სასტუმროს აშენება $30 მილიონი დაჯდა.

კომენტარები