ცნობილი ადამიანები

ცნობილმა ადამიანებმა ქარიშხლისგან დაზარალებულებს 14$ მილიონი შეუგროვეს

ცნობილმა მსახიობებმა, მომღერლებმა და ტელეწამყვანებმა ერთსაათიანი ტელემარათონის საშუალებით ქარიშხალ ირმასა და ჰარვისგან დაზარალებულებს მაყურებლებისგან შემოსული ზარებით 14 მილიონი დოლარი შეუგროვეს.

მარათონს პირდაპირ ეთერში ABC, NBC, CBS და FOX გადასცემდნენ. მასში მონაწილეობა მიიღეს ლეონარდო დიკაპრიომ, ჯულია რობერტსმა, ელენ დეჯენერისმა, ბიონსემ და ა.შ

რამდენიმე ვარსკვლავმა ვიდეო მიმართვაც ჩაწერა. ბიონსე ვიდეოში ამბობს, რომ ბუნებრივმა კატაკლიზმებმა არ იციან შენ თეთრი ხარ თუ შავი, მუსლიმი ხარ თუ ებრაელი, მდიდარი თუ ღარიბი, ამ დროს ყველა ერთად დგას.

კომენტარები