უბედური შემთხვევა

ფოთში, 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, სამი წლის ბავშვი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. მისი მდგომარეობა მძიმე და არასტაბილურია. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი წლის ბავშვი შემოიყვანა. მას პოლიტრავმები აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა მძიმე, არასტაბილურია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის მას ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება“ , - თქვა ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები