APPLE

როგორია iPhone X-ის ღირებულებისა და ფუნქციების მიმართება სხვა ბრენდების სმარტფონებთან

0 კომენტარი
ფოტო: Apple

Apple-მა ორი ახალი სმარტფონი iPhone 8 და iPhone X წარადგინა. iPhone 8 iPhone 7-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და ის $699 ღირს, iPhone X კი რეალურად ახალი სმარტფონია, რომლის ღირებულებაც $999-დან იწყება. ეს Apple-ის მიერ გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. მეტიც, iPhone X-ის საწყისი მოდელი ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონის საწყის მოდელთან შედარებით უფრო ძვირია. 

Apple-ის და სხვა ბრენდების სმარტფონების ფასის და ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვა:

Samsung Galaxy Note 8 

Photo: flickr.com
  • საწყისი ფასი - $930
  • ეკრანის ზომა - 6.3 ინჩი
  • ეკრანის რეზოლუცია - 2960x1440
  • საწყისი მეხსიერება - 64 გიგაბაიტი
  • კამერა - ორმაგი 12 მეგაპიქსელი, წინა 8 მეგაპიქსელი
  • პროცესორი - Snapdagon 835

Samsung Galaxy S8

Photo: verge
  • საწყისი ფასი - $725
  • ეკრანის ზომა - 5.8 ინჩი
  • ეკრანის რეზოლუცია - 2960x1440
  • საწყისი მეხსიერება - 64 გიგაბაიტი
  • კამერა - ორმაგი 12 მეგაპიქსელი, წინა 8 მეგაპიქსელი
  • პროცესორი - Snapdagon 835

iPhone 8 

Photo: Apple
  • საწყისი ფასი - $699 
  • ეკრანის ზომა - 4.7 ინჩი
  • ეკრანის რეზოლუცია - 1334x750
  • საწყისი მეხსიერება - 64 გიგაბაიტი
  • კამერა - მთავარი 12 მეგაპიქსელი, წინა 7 მეგაპიქსელი
  • პროცესორი - Apple A11

iPhone X

Photo: Apple
  • საწყისი ფასი - $999 
  • ეკრანის ზომა - 5.8 ინჩი
  • ეკრანის რეზოლუცია - 2436x1125
  • საწყისი მეხსიერება - 64 გიგაბაიტი
  • კამერა - ორმაგი 12 მეგაპიქსელი, წინა 7 მეგაპიქსელი
  • პროცესორი - Apple A11

    LG G6

    Photo: Reuters
    • საწყისი ფასი - $500
    • ეკრანის ზომა - 5.7 ინჩი
    • ეკრანის რეზოლუცია - 2880x1440
    • საწყისი მეხსიერება - 32 გიგაბაიტი
    • კამერა - ორმაგი 13 მეგაპიქსელი, წინა 5 მეგაპიქსელი
    • პროცესორი - Snapdagon 821

    ყველაზე დიდი სიახლე iPhone X-ში აუგმენტირებული რეალობის, ბიონიკური ჩიპია

    Photo: Apple

    მთავარი სხვაობა iPhone 8-სა და iPhone X-ს შორის არის გაზრდილი და გაუჯობესებული ეკრანი, უფრო სწრაფი პროცესორი, უკაბელოდ დატენვის ფუნქცია, გაუმჯობესებული კამერები და 3D სახის სენსორი და აუგმენტირებული რეალობის გენერირებისთვის სპეციალური ბიონიკური ჩიპია. ახალი ჩიპის მეშვეობით შესაძლებელია ემოჯიების ანიმირება და მათი ანიმაციური სახით გაგზავნა.  

    Photo: Apple

    iPhone X არ აქვს Home ღილაკი, მის ნაცვლად ის 3D სახის სენსორს იყენებს. ბიონიკური პროცესორი კი სმარტფონს საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებთან შედარებით უფრო უკეთესად დააგენერიროს აუგმენტირებული რეალობა, მაგალითად ისეთი, როგორიც თამაშ Pokemon Go-შია. კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით ეს ვირტუალური რეალობის საყოველთაო დანერგვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

    Apple-ის მთავარი გამოწვევა

    Photo: Apple

    Apple-ის შემოსავლის 2/3 iPhone-ების გაყიდვიდან გენერირდება, კომპანიამ გასული 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი სმარტფონი გაყიდა. თუმცა ახლა კომპანია ახალი პრობლემის წინაშეა, მომხმარებლები ახალ iPhone-ებს იმაზე ნაკლები სიხშირით ყიდულობენ ვიდრე ეს წარსულში იყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მაგალითად 2015 წელს გამოსულ სმარტფონსაც შეუძლია თითქმის იმავე ოპერაციების შესრულება, რაც 2017 წელს გამოსულ მოდელს, ამავდროულად გაზრდილია კონკურენცია დაბალბიუჯეტური ჩინური ბრენდებისა და შედარებით ძვირადღირებული კორეული და იაპონური ბრენდების მხრიდან.

    2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით Apple-ს სმარტფონების გლობალური ბაზრის 27.6% უჭირავს, 26.7%-ით მეორე ადგილზე Samsung-ია, ბაზრის ძირითადი ნაწილი კი ბიუჯეტურ ბრენდებზე მოდის.

    არსებულ მდგომარეობაში საინტერესოა არჩევენ თუ არა მომხმარებლები გადაიხადონ $300-400-ით უფრო ძვირი iPhone X-ში თუ შეიძინონ შედარებით იაფი, მაგრამ მაინც მაღალი ხარისხის სმარტფონები. 

    iPhone X-ის მახასიათებლები დეტალურად [ვიდეო]

    არჩევნები 2018

    ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

    გიორგი ლორია

    კომენტარები