ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ახალი სანქციების საპასუხოდ აშშ-ს "უდიდესი ტკივილით" ემუქრება

bbc.com

გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა ახალ სანქციებს "უკანონო რეზოლუცია" უწოდა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან "საპასუხო ზომები აშშ-ს იმაზე მეტ ტკივილს განაცდევინებს, ვიდრე მთელი თავისი ისტორიის მანძილზე გამოუცდია."

ახალი რეზოლუცია კრძალავს ქსოვილების ექსპორტს ჩრდილოეთ კორეიდან, უზღუდავს ნავთობის იმპორტს და ვიზაზე შეზღუდვებს უწესებს საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეელებს. აშშ-ს თავდაპირველ შეთავაზებაში საუბარი იყო ნავთობის სრულ ემბარგოზე და ანგარიშების გაყინვაზე, რაზეც ბოლო მომენტში აშშ-მ უარი თქვა ჩინეთის და რუსეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დაწესებულ სხვა სანქციებს შორის ეს ყველაზე მკაცრია, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია და დიდ ცვილებას არ მოიტანს. "არ ვიცი ექნება თუ არა ამას რაიმე გავლენა." თქვა ტრამპმა და დაამატა: "ეს სანქციები არაფერია იმასთან შედარებით, რაც საბოლოოდ უნდა მოხდეს."

კომენტარები