პატრიოტთა ალიანსი

კვიციანის კანონპროექტით ქვეყანაში "ეთნიკურად ქართველის" ცნება უნდა დაინერგოს

ემზარ კვიციანი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში შესულია ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ქართველობის ხაზგასასმელად ახალი ცნების - "ეთნიკურად ქართველის" შემოღებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია "აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები, არ ვიქცეთ უმცირესობად." კვიციანის შეფასებით კანონში ასეთი ჩანაწერი ადამიანთა ქართველობას გაუსვამს ხაზს და მათ "გაქრობისგან" დაიცავს.

"ეთნიკურად ქართველს" უნდა ჰქონდეს ქართული გვარი და თავს ქართველად მიიჩნევდეს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გართულებას. მოქმედი კანონმდებლობით უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების განაცხადის გაკეთება შეუძლიათ თუ ისინი ქვეყანაში უწყვეტად 5 წლის განმავლობაში მიანც ცხოვროდბნენ, კვიციანის კანონპროექტით კი ეს ნორმა 10 წლამდე იზრდება.

კვიციანმა კანონპროექტი "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძესთან ერთად მოამზადა.

კომენტარები