აშშ

“რა მოხდა“ - ჰილარი კლინტონმა 2016 წლის არჩევნების შესახებ მემუარები გამოსცა

NY Daily News

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მემუარები დაწერა.

წიგნში - “რა მოხდა“ - ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ წერს. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მემუარებში ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ სკანდალსაც ეხება და არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩართულობაზე საუბრობს.

წიგნის პრეზენტაცია სამშაბათს, მანჰეტენზე, ნიუ-იორკში გაიმართა და მას კლინტონის ასობით მხარდამჭერი დაესწრო.

კომენტარები