ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ბიტკოინი

ჩრდილოეთ კორეის ბელადი კიმ ირ სენი და მისი მემკვიდრე კიმ ჩენ ირი
kcna

ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმი ცდილობს გამოიყენოს ყველა ლეგალური და არალეგალური გზა, რათა მისი მილიტარისტული მისწრაფებების დაფინანსება შეძლოს. ერთ-ერთი ასეთი გზა ფულის გათეთრებისა და უკანონო ტრანზაქციების წარმოებისთვის არის ბიტკოინი.

კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია FireEye-იმ მიაგნო ბიტკოინ ტრანზაქციების კვალს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მიდის. კომპანიის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის კიბერშპიონაჟის დანაყოფები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ჰაკერული თავდასხმების ორგანიზებაში, რომლისგან მიღებული შემოსავლითაც კორეა ბირთვულ პროგრამას აფინანსებს.

ჩრდილოეთ კორეას უკავშირდება 2017 წლის აპრილში სამხრეთ კორეულ კრიპტოვალუტების ბირჟა Yapizon-ზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ჰაკერებმა მილიონები მოიპარეს.

ჰაკერული თავდასხმა რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მოდიოდა სავარაუდოდ მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის მიერ შეიძლება ყოფილიყო ორგანიზებული, რადგანაც ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას გლობალურ ინტერნეტთან წვდომა საერთოდ არ აქვს, ერთადერთი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი კი რომელიც ქვეყანაშია ფხენიანის სამთავრობო უბანში ბოლოვდება. 

CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა 2016 წლის აპრილში მოხდა, როდესაც ჰაკერებმა ბანგლადეშის ცენტრალური ბანკიდან $81 მილიონი მოიპარეს. მოპარული ფული ფილიპინებში გადაირიცხა, რის შემდეგაც თანხები ადგილობრივი კაზინოების ანგარიშებზე მოხვდა, შემდეგ კი თანხების კვალი ქრება. ამ თავდასხმის უკან სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეა დგას, რადგანაც თავდასხმისას გამოყენებული კოდი ემთხვევა 2013 წელს სამხრეთ კორეული ბანკებისა და ტელევიზიების ჰაკერული თავდასხმის კოდებს. 

სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეა იდგა 2017 წლის მაისში ვირუს WannaCry-ის უკან. ამ თავდასხმის დროს 300 000-ზე მეტი კომპიუტერი დაიბლოკა, ჰაკერები კი მათი გათავისუფლებისთვის $300-ის ღირებულების ბიტკოინის ჩარიცხვას მოითხოვდნენ. 

FBI-იმ 2014 წელს Sony Pictures-ზე მოხმდარ თავდახმაში დამნაშავედ ჩრილოეთ კორეა მიიჩნია. ჰაკერული თავდასხმის მიზეზი ჯეიმს ფრანკოს ფილმი "ინტერვიუ" იყო, ფილმი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ეხება. 

კომენტარები