ე.წ ქართველთა მარში

სადღობელაშვილი: ქართველთა მარში მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას იწყებს

Facebook/ ლადო სადღობელაშვილი

ნეოფაშისტური დაჯგუფების ე.წ ქართველთა მარშის ერთერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და "მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას" აანონსებს.

"ყურადღება! მალე! მაქსიმუმ 10 დღეში, ქართული მარში მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას იწყებს! მოთხოვნა - სისტემა უნდა დაინგრეს!!!" - წერს სადღობელაშვილი. 

ე.წ ქართველთა მარშის გაცხადებული მიზანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ვერ შეძლონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვა. 

ნახეთ, რა რეაქცია აქვთ Facebook მომხმარებლებს ნეოფაშისტების მოსალოდნელ შიმშილობაზე

 

კომენტარები