არჩევნები 2017

მართალია თუ არა კალაძე, რომ აღმაშენებელის გამზირზე ქართული წარწერები არ არის

0 კომენტარი

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გუშინ, 13 სექტემბერს, განაცხადა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია, როცა "რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები". 

კალაძის დაპირებით, მისი არჩევის შემთხვევაში, ქართულ ანბანსა და ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. 

ტაბულა დაინტერესდა, არის თუ არა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ობიექტებზე ქართული წარწერები. გთავაზობთ ფოტოგალერეას: 

საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ არეგულირებს იმას, რომ დაწესებულებებსა თუ სხვა საჯარო სივრცეებზე წარწერა მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები