ავტოავარია

ლანჩხუთში მომხდარი ავტოავარიისას, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა

metro.us

ლანჩხუთში მომხდარი ავტოავარიის დროს, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის საბურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც, სატვირთო არხში ჩავარდა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები