სამეფო კარის თამაშები

ე.წ სპოილერების ასაცილებლად GoT-ის ბოლო სერიის რამდენიმე ვერსიას გადაიღებენ

flickr.com

HBO "სამეფო კარის თამაშების" მე-8 სეზონის ფინალური სერიის რამდენიმე ვერსიას გადაიღებს. მიზანი მაყურებლის ე.წ სპოილერებისგან დაცვაა. HBO-ს პროგრამირების პრეზიდენტი, ქეისი ბლოსი ამბობს, რომ რეალური ფინალური სერიის გამოსვლამდე ვერავინ გაიგებს, როგორ დასრულდა რკინის ტახტისთვის ბრძოლა. 

ეს სერიალების პროდიუსერების მხრიდან ე.წ სპოილერების თავიდან ამ ხერხით არიდების პირველი შემთხვევა არ არის. ფინალური სერიის რამდენიმე ვერსია გადაიღეს Breaking Bad-ის, "სოპრანოს კლანის" და "დალასის" შემთხვევაშიც. 

"სამეფო კარის თამაშების" მე-8 სეზონის გაშვება 2018 წლის აგვისტოსთვის იგეგმებოდა, მაგრამ გადაღებისა და სპეცეფექტებზე მუშაობის სირთულის გამო სერიალი, სავარაუდოდ, 2019 წელს გამოვა. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. 

კომენტარები