ნარმანია: თბილისობა იქნება მასშტაბური

facebook.com/pg/narmania.david

თბილისობა 2017-ის ფარგლებში, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.

თბილისობის აღნიშვნა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 7-8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ქალაქის მერის თქმით გაიმართება კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვა.

თბილისობის აღნიშვნა გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაუჯდებათ. 

კომენტარები