ახალი ავტობუსები

დღეიდან, N150 მარშრუტზე MAN-ის ავტობუსები ივლიან

თბილისის მერია

15 სექტემბრიდან, N150 მარშრუტზე ყვითელ „ბოგდანებს“ ლურჯი, „MAN”-ის მარკის ავტობუსები ჩაანაცვლებენ. დღეს, მარშრუტზე 7 ავტობუსი გავა, ხოლო 18 სექტემბრიდან - 11.

N150 მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და  რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. ხოლო უკუ მიმართულებით - 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე აგრძელებს და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.

MAN-ის ავტობუსები უკვე მოძრაობენ N61, 51, 37, 87, 9, 88, 24, 14, 21, 140 და N39-ს მარშრუტებზე.

კომენტარები