დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაზე კომენტარს აკეთებს

CNBC

დღეს დილით ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ინციდენტი განიხილება როგორც "ტერორისტული აქტი". დაშავებულია 22 ადამიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე კომენტარები გააკეთა.

"კიდევ ერთი თავდასხმა ლონდონში ლუზერი ტერორისტების მიერ. ისინი ავადმყოფი და შეშლილი ადამიანები არიან, რომლებიც სკოტლანდ იარდის მხედველობის არეში იყვნენ. უნდა იყვნენ პროაქტიულები!"

"ლუზერ ტერორისტებს უფრო მკაცრად უნდა გავუმკლავდეთ! ინტერნეტი არის მათი მთავარი ხელსაწყო ახალი წევრების მოსზიდად რაც უნდა ჩავუჭრათ და უკეთ გამოვიყენოთ!"

"მოგზაურობის აკრძალვა აშშ-ში უფრო ფართო, მკაცრი და სპეციფიკური უნდა იყოს თუმცა სულელურად, ეს პოლიტკორექტული არ იქნებოდა!"

 

კომენტარები