კოსმოსური ხომალდი კასინი

20 წლიანი მოგზაურობის შემდეგ სატურნის ორბიტაზე მოძრავი ხომალდი კასინი განადგურდა

NASA

სატურნის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ხომალდმა კასინი ატმოსფეროში შემოვიდა და განადგურდა. ამით კოსმოსში მისი 20 წლიანი მოგზაურობა დასრულდა. ის სატურნის ატმოსფეროში შევიდა და დაგვემშვიდობა. კასინიმ თვითგანადგურების მისია NASA-ს გადაწყვეტილებით 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რადგან ხომალდს საწვავის მარაგი ამოეწურა. კასინის სატურნის ატმოსფეროში შეშვებით სატურნის გარემო დაბინძურებასაც გადარჩა.

თუმცა საბოლოო განადგურებამდე ხომალდმა მნიშვნელოვანი დავალებები შეასრულა: აპრილში მან სატურნსა და მის რგოლებს შორის იფრინა და ფოტოები გადაიღო. კასინიმ სატურნიდან ინფორმაცია უშუალოდ განადგურების წინაც გამოაგზავნა და დაგვემშვიდობა. 


ფოტო: NASA


ფოტო: NASA


ფოტო: NASA

1997 წელს ფლორიდიდან გაშვებულმა კასინიმ NASA-ს უამრავი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩენინა. მათ შორის, ენცელადზე არსებული ოკეანე და ჰიდროთერმული პროცესები. ტიტანზე არსებული მეთანის ზღვები, წვიმები, ტბები და მდინარეები, ასევე გამოაგზავნა სატურნის 62 მთვარის ფოტოები. 

კომენტარები