დემოგრაფია

საქართველოს რეგიონები, სადაც სიკვდილიანობა შობადობას ყველაზე მეტად აღემატება

მაღალმთიანი რაჭა
georgia.travel

საქსტატმა 2017 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა. 6 თვეში საქართველოში 25 543 ადამიანი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 25 954 შეადგინა, რაც დაბადებულებზე 411-ით მეტია. რეგიონების მიხედვით კი დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას მხოლოდ თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში აღემატება.

რეგიონები, სადაც 2017 წლის 6 თვეში სიკვდილიანობა შობადობას ყველაზე მეტად აღემატება:

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 345 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 202%-ით მეტი
  • გურია - 941 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 61%-ით მეტი
  • მცხეთა-მთიანეთი - 705 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 52%-ით მეტი
  • იმერეთი - 4 700 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 40%-ით მეტი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 569 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 36%-ით მეტი
  • კახეთი - 2 402 გარცავლილი, დაბადებულებზე 28%-ით მეტი
  • შიდა ქართლი - 1 781 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 12%-ით მეტი
  • სამცხე ჯავახეთი - 917 გარდაცვლილი, დაბადებულებზე 7%-ით მეტი

რეგიონები, სადაც წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატებაა:

  • თბილისი - 9 435 დაბადებული, გარდაცვლილებზე 24%-ით მეტი
  • აჭარა - 2 714 დაბადებული, გარდაცვლილებზე 21%-ით მეტი
  • ქვემო ქართლი - 2 681 დაბადებული, გარდაცვლილებზე 12%-ით მეტი

საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს, რაც 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ყველაზე მეტად - 37%-ით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა არის შემცირებული, დღეისთვის ამ რეგიონში მხოლოდ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირება შიდა და გარე მიგრაციამ და სიკვდილიანობის ზრდამ გამოიწვია. 

საქართველოში წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და მან 38 წელი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი აჭარაშია და ის 35 წელს შეადგენს, ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი კი მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის გამო რაჭაში ფიქსირდება და ის 48 წელს შეადგენს. 

კომენტარები