ყაჩაღობა

ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს, დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

ვახო კვარაცხელია

თბილისში ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღებაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა არა დაკავებული. სამართალდამცველები მას ეძებენ. 

ტაშკენტის #23-ში მდებარე მაღაზია ერთმა ადამიანმა დაახლოებით 18:30-ზე დააყაჩაღა. ჩამსხვრეულია მაღაზიის შუშები. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები