მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს კიევში აქციას გამართავს

nv.ua

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად 17 ოქტომბერს კიევში აქციას გამართავს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს გუბერნატორი ფეისბუქზე წერს. სააკაშვილი ამბობს, რომ მას სამი მოთხოვნა ექნება:ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება.

”ჩვენ გადავწყვიტეთ 17 ოქტომბერს, კიევში სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას შევუერთდეთ სამი მოთხოვნით: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება. დანარჩენ მოთხოვნებს კი ჩვენ შევკრებთ მთელი უკრაინის მასშტაბით, 17 ოქტომბრამდე", - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერსაც გეგმავს, რადგან, როგორც თავად თქვა, ეს დღე კიევის მფარველი წმინდანის, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა. 

კომენტარები