ტყის ხანძრები

ხახაბოს ტყეში ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება

რუსთავი 2

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ქარი და ცუდი ხილვადობა აფერხებს. უწყებისვე ცნობით, ხახაბოს ტყეში ახალი კერები წარმოქმნილი არ არის. 

ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები