ტყის ხანძრები

საგანგებო სიტუციების სამსახური: ხახაბოს ტყეში ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებული, დარჩენილია მცირე კერები, რომლის ჩასაქრობა მეხანძრეები მუშაობენ.

ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტიაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

"მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ქროდა ძლიერი ქარი, მაგრამ ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, რომ ხანძრის გავრცელების არეალი არ გაფართოებულიყო. სამუშოები ამ წუთებშიც გრძელდება, ცოცხალი ძალა მუშაობს, წყლის ჭავლებით აქრობენ ნახანძრალ ტერიტორიაზე ცალკეულ კერებს. ძირითადი კერა ფაქტობრივად არის ლოკალიზებული, დაშლილი", - აცხადებენ უწყებაში.

ხახაბოს ტყეში ხანძარი 15 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

Gurianews: ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ამომრჩეველს მანქანაში ფული გადასცა

კომენტარები