Narcos

მექსიკაში Narcos-ის ლოკაციის მენეჯერი მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: Netflix

ნეტფლიქსის სერიალის, ნარკოსის ერთ-ერთი პროდიუსერი, გადაღების ლოკაციის მენეჯერი კარლოს მუნოზ პორტალი, მექსიკაში მოკლული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. პორტალის ცხედარი 10 სექტემბერს, მის მანქანაში აღმოაჩინეს. უცნობია მკვლელობის კონკრეტული თარიღი. პორტალი მექსიკაში სერიალის გადაღებებისთვის შესაფერის ლოკაციებს არჩევდა.   

ფოტო: vulture.com

პროდიუსერის დაღუპვის ფაქტი ნეტფლიქსმაც დაადასტურა. თუმცა, კომპანია გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ მათთვის მკვლელობის დეტალები უცნობია და შესაბამის ინფორმაციას სამართალდამცველებისგან ელოდებიან.

ნარკოსი ნეტფლიქსის სერიალია ლათინური ამერიკის ნარკოტიკული კარტელების შესახებ. მისი პირველი და მეორე სეზონი პაბლო ესკობარის ცხოვრებას ეხებოდა, მესამე სეზონი სერიალის ავტორებმა კალი კარტელსა და მის მმართველ ნარკობარონებს მიუძღვნეს, მეოთხე სეზონი კი, რომლის გაშვებაც 2018 წელს არის დაგეგმილი, სწორედ მექსიკაში მოქმედ კრიმინალურ სამყაროს ეხება. ნარკოსი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული - სერიალით გადმოცემული ამბების დიდი ნაწილი სიმართლეა. ამის დასტურად სერიალის ავტორები დოკუმენტურ კადრებსაც იყენებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები