სირია

რუსულმა ავიაციამ სირიაში საერთაშორისო კოალიციის მოკავშირეთა პოზიციები დაბომბა

ABC news

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რუსულმა ავიაციამ სირიაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალებისა და საერთაშორისო კოალიციის მოკავშირეების პოზიციები დაბომბა.

პენტაგონი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილი ქალაქი დეი ალ ზორია. დარტყმა 16 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 12:30-ზე განხორციელდა. დაბომბვის შედეგად რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. პენტაგონი ასევე აღნიშნავს, რომ იმ დროს ადგილზე საერთაშორისო კოალიციის რამდენიმე ჯარისკაციც იმყოფებოდა, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

საერთაშორისო კოალიციის ჯარების მეთაურის, გენერალ ლეიტენანტი პოლ ფანკის თქმით, კოალიცია არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის არასაჭირო ესკალაცია იმ ძალებს შორის, რომელთა საერთო მტერიც ისლამური სახელმწიფოა. 

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს, რომ ავიაციის სამიზნე მოკავშირეთა პოზიციები იყო. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათ ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განადგურება სურდათ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენ იგორ კონაშენკოვმა კი განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მათ მიერ დაგეგმილი ოპერაციის შესახებ ამერიკელი პარტნიორები წინასწარ გააფრთხილეს. 

"იმისთვის, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო არასაჭირო ესკალაცია, რუსული სამხედრო ძალების მეთურებმა სირიაში გამოიყენეს არსებული საკომუნიკაციო საშუალებები, რათა ამერიკელი პარტნიორებისთვის ინფორმაცია დროულად მიეწოდებინათ", - თქვა კონაშენკოვმა

კომენტარები