უსაფრთხოების ოპერაცია

შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა

The Guardian

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ განგაში ცრუ იყო და უსაფრთხოების სამსახურმა შემოწმების შედეგად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც პარიზი-ლონდონის რეისი უნდა შეესრულებინა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მგზავრები აეროპორტიდან გამოიყვანეს.

პარიზის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით კი რეისზე დამატებითი კონტროლი მიმდინარეობდა. შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა მგზავრები გაჩხრიკეს, ხოლო ბარგი ძაღლებმა და კინოლოგებმა შეამოწმეს.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება შესაძლო ტერაქტს უკავშირდებოდა. 

კომენტარები