მარიხუანა

შემოსავლების სამსახური: სარფში 2.61 გრამი მარიხუანა აღმოვაჩინეთ

cheatsheet.com

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე 2.61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს, ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში სარფი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის - საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა - 2.61 გრამი აღმოაჩინეს", - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კომენტარები