დიდი ბრიტანეთი-საქართველო

ტერეზა მეიმ საქართველოსთან ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

Reuters

12 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი საქართველოში და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

ვაჭრობის საკითხებში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები ინიშნებიან იმ ქვეყნებში, რომლებშიც ბრიტანეთის მთავრობა სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს ხედავს. წარმომადგენლები ხელს უწყობენ უკვე არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს და მუშაობენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე.

მარკ პრიტჩარდი

"ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ მინისტრის შეთავაზება გავხდე დიდი ბრიტანეთის პირველი სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში. ჩემი დანიშვნა ხაზს უსვამს ბრიტანეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და ბრიტანეთის მთავრობის სურვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ცხადია, რომ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი საკმაოდ დიდია", - ამბობს პრიტჩარდი.

კომენტარები