ნარკოპოლიტიკა

15 ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოში მალე აკრძალული შეიძლება გახდეს

flickr.com

პარლამენტში შესულია მთავრობის მიერ მომზადებული საკანაონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული ნივთიერებების ვრცელ ჩამონათვალს კიდევ 15 ნივთიერება უნდა დაემატოს.

ეს ნივთიერებებია:

  1. AH-7921 (3,4-dichloro-N-[(1-dimethylamino)cyclohexylmethyl]benzamide)
  2. Acetylfentanil N-[1-(2-phenylethyl)-4-piperidyl]-N-phenylacetamide
  3. MT-45 1-cyclohexyl-4-(1,2-diphenylethyl) piperazine
  4. 25B-NBOMe (2-(4-bromo-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine)
  5. 25C-NBOMe (2-(4-chloro-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine )
  6. 25I-NBOMe (2-(4-iodo-2,5-dimethoxyphenyl)-N-(2-methoxybenzyl)ethanamine)
  7. 3398-68-3 (PMMA) - para-methoxymethylamphetamine
  8. AM-2201 - 1-(5-Fluoropentyl)-1H-indol-3-yl](naphthalen-1-yl)methanone (JWH-2201)
  9. N-BENZYLPIPERAZINE - (1-benzylpiperazine)
  10. MDPV - ((R/S)-1-(Benzo[d][1,3]dioxol-5-yl)-2-(pyrrolidin-1-yl)pentan-1- one)
  11. MEPHEDRONE - ((RS)-2-methylamino-1-(4-methylphenyl)propan-1-one
  12. METHYLONE - (RS)- 2-methylamino-1-(3,4-methylenedioxyphenyl)propan-1-one
  13. 4,4’-DMAR, 4,4’Dimethylaminorex (para-methyl-4-methylaminorex)
  14. α-PVP (α-pyrrolidinovalerophenone)
  15. METHOXETAMINE, MXE (2-(3-methoxyphenyl)-2-(ethylamino)-cyclohexanone-2-one).

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ნივთიერებები ჯერ გაეროს "ნარკოტიკული საშუალებების შესახებ" 1961 და 1971 კონვენციის სიებში დაემატა, რის შემდეგაც საქართველომ მათი კანონმდებლობაში ჩამატება გადაწყვიტა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ნივთიერებები მედიკამენტების შემადგენლობაში არ გვხდება.

თუ პარლამენტი ამ ნივთიერებათა აკრძალვას მხარს დაუჭერს, მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ბრუნვა დანაშაულად ჩაითვლება.

კომენტარები