მიხეილ სააკაშვილი

ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 22 სექტემბერს გაიმართება

112.ua

ლვოვის სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაგავშირებული საქმის განხილვა 22 სექტემბრისთვის გადადო.

სასამართლოში საქმის განხილვა დღეს, 18 სექტემბერს დაიწყო, თუმცა სააკაშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ საზღვის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებული პროტოკოლი, რომელიც მას ჩააბარეს, არასწორედაა შედგენილი.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოითხოვა მათთვის შეგინის გამშვებ პუნქტზე საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის წარდგენა, რადგან პუნქტი დანაღმული იყო.

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმე 10 სექტემბერს, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვარზე გადასვლას ეხება. უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით არის დაწყებული: საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ჯგუფური არეულობის მოწყობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს.

კომენტარები