აშშ-ჩრდილოეთ კორეა

მეტისი: არსებობს სამხედრო ვარიანტი, რომელიც სეულს რისკის ქვეშ არ დააყენებს

0 კომენტარი
ფოტო: politico.com

პენტაგონში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯიმ მეტისი ჩრდილოეთ კორეის საკითხს შეეხო და შეკითხვაზე აქვს თუ არა აშშ-ს სამხედრო ვარიანტი, რომელიც სეულს არ დააყენებს რისკის ქვეშ უპასუხა "დიახ, არსებობს, თუმცა არ ჩავალ დეტალებში."

მეტისს არ უსაუბრია სამხედრო გეგმებზე, თუმცა დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ჰქონდა დისკუსია სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ატომური იარაღის განთავსების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა 14 სექტემბერს გამართულ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ატომური იარაღის განთავსება გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს და კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, ამიტომ ამ შესაძლებლობას ის გამორიცხავს.

მეტისის თქმით პენტაგონს არ უცდია ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის თავზე გაშვებული რაკეტების ჩამოგდება, რადგან ისინი პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და თუ კორეული რაკეტები საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ან იაპონიის ტერიტორიას საპასუხო ქმედება განსხვავებული იქნება.

მეტისმა ასევე თქვა, რომ დიპლომატია და სანქციები მუშაობს ფხენიანზე ზეწოლის მოხდენაში.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ კვირას გამართულ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ გაეროს ამოეწურა ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის პროგრამის შეკავების ვარიანტები და რომ შესაძლოა აშშ-ს მოუწოს საკითხი პენტაგონს გადასცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები