ხანძარი

გორში, გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია

ნოდარ ცხვირაშვილი

გორში, გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, ცეცხლის ჩაქრობას ადგილზე მობილიზებული რამდენიმე სამაშველო ბრიგადა და ტექნიკა ცდილობს, თუმცა პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის.

სააგენტოში ვერ ამბობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ხანძარი, თუმცა აცხადებენ, რომ ფერდობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის.

დასახლებულ პუნქტამდე ხანძრის მიღწევის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.

კომენტარები